ფრინველთა დასაჭერად განკუთვნილ ძუის მახეს ქართლში ,,კაკანათი" ჰქვია, ფშავში - ,,სასხიპურა", ხევსურეთში - ,,საჩიტურა", თუშეთში - ,,ბალუ" და ,,სასხლეტი", სვანეთში - ,,ნეჯიდ" და ,,ღერენჯიკა", სამეგრელოში ხუნჯი.
* ფრინველზე ნადირობა არხოტში სირცხვილად ითვლება. ფრინველზე მონადირეს ,,მეყვავ-ჩიტეს" ეძახიან.
* ნადირთა და ფრინველთა გამგებელ ღვთაებას სვანურ მითოლგიაში აფსათი ჰქვია. დალისგან განსხვავებით იგი მამრობითი სქესისაა. აფსათი ოსურ მითოლოგიაშიც გვხვდება.
* ინდაური საქართველოში მე 17-ე საუკუნეში რუსეთიდან შემოიყვანეს. სამი საუკუნის წინათ ჩვენმა წინაპრებმა ინდაურის საცივის გემო არ იცოდნენ.
(ამონარიდები გოჩა დვალის წიგნიდან ,,ანტიდეპრესანტი”)
Комментариев нет:
Отправить комментарий