აქ წარმოდგენილი ლექსები ოთოს კრებულიდანაა ,,პოეზია ხომ ჩვენი გულია.” მისივე ლექსები გამოქვეყნდა ,,ლექსების გამოფენაში,” ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც 2009 წლის აგვისტოში, ბათუმში გამართულ ახალგაზრდა პოეტთა კონკურსში გამარჯვებულების პოეტური სტრიქონები განთავსდა.
ატმის
რტოებთან
ჩუმი საღამო ატმის
რტოებთან
გული მშვიდია, სახე ფერმკრთალი
დადის გარშემო
უცხო სურნელი
ტრფობით დაღლილი
გარდაუვალი!
ბნელ სარკმელიდან
სხივი ანათებს
თრთოლვით აღვსილი
ჩემი გულია
დადის საღამო ნელი
ნაბიჯით
ატმის რტოებთან
ვის გაუვლია?
ატმის რტოებო, ხმა ამოიღეთ
თავს ნუ დაუხრით
მეწამულ ყოფას
სხივი ანათებს
თქვენ დაგანათებთ
ეს ადასტურებს
თქვენდამი ტრფობას!
არა, არა მსურს ვუყურო
ტირილს,
ცრემლით სავსეა
ჩემი ხელები,
ატმის რტოებო, ნაზო რტოებო
მე ჩემი სულით
შემოგევლებით!
არშემდგარი
ზღაპარი
მე არ მოგიყვები
ზღაპრებს
თუ როგორი იყო
დილა,
საით გამაქანა
ქარმა
რომ ჩემ
სამშობლოში თბილა,
გეტყვი, გეფერები ისევ
შენი ოცნებები
მინდა,
გამოვცოცხლდები და
მერე
სახე იხატება
წმინდა.
მესმის ჩიტუნების
სტვენა,
ტყისკენ გაქაფული
რაში,
ცისკენ აზიდული
რაღაც,
ელვამ დამიარა
ტანში.
და ლექსს დაედება
დაღი
გული ატირდება
ისევ,
კალამს შეეცვლება
ფერი
ბლოკნოტს
ლექსებიანს ვიქნევ.
მიტირე!
შენ, არ მიგონებ დაღლილს და მარტოს,
შენ, არ იგონებ ჩემ ცეცხლის წიგნებს,
შენ, არ იგონებ ლამაზ და ნატიფს,
მკრთალი სიზმრების ღვთაებრივ ფიქრებს.
შენ, დაგავიწყდა ჩემი წარსული
უმანკოება, ძახილი თბილი,
შენ, დაგავიწყდა გამოთხოვება
ამ მშვენიერი ლამაზი დილის.
დაგვიწყებია ჩემი სინაზე,
ჩაგიქნევია ხელი გადაღმა,
აღარც სიშორე და აღარც მდელო,
ეს მარტოობა დიდხანს გამტანჯავს.
მიტირე მაინც, იქნებ ეს ვიგრძნო,
სიშორე შენი უფრო ძნელია,
სიცოცხლე-სიკვდილს შედარებული
ორივე ჩემთვის ახლა ჩემია.
***
ჩემო პატარა
სამოთხევ,
მიწა გავსილო
მადლითა
უფლის წყალობა
გფარავდეს
იცოცხლე შენი
ხალხითა!
ნათელი იყოს შენი
გზა
ცასავით წმინდა
მინდვრები
გაბრწყინებული
მთა–ბარი
განათებული ქუჩები.
ფიქრები ჩემი შენა
გდევს
დილა - საღამო
ნისლია
მძინავს, ვოცნებობ
იცოცხლო
სხვა რამე არ
მიფიქრია!
თეთრი ფანტელი
გამშვენებს
კაბად გაცვია, მგონია,
ლანდად ქცეული
გარემო
გადიქცა ვით
აგონია!
დ ა კ ა რ გ უ ლ ი
ნისლში ავირიე ღამით
ფიქრში გავატარე წლები,
გული დამიბერდა თითქოს
და იმ სანთელივით ვდნები.
ქარმა მიმატოვა ღამით
შიში, ახლა უფრო მცივა
გაჩუმებული ვარ ისევ
თეთრი ფანტელები ცვივა!
გზებს კი მიუყვები ნელა
ნელა იპარება სული,
თეთრი ფანტელები ცვივა
ატირებულია გული!
ე
ს შ ე
ნ....
იცოდე, მომკლავს ფიქრები
შენზე!
ვეღარ უძლებენ წერას
ხელები
სიზმარში გხედავ, ცხადში ვერ
გამჩნევ
რისი ბრალია ამას
თუ ხვდები?
ღამით ლექსებმა
კვლავ გამახსენეს
შენზე ფიქრები, რაც გულში მქონდა
და კალმის წვერზე
შემრჩალი სითბო
გარეთ ამტყდარი
ქარები ქროდა!
დაჰქროდა გულში
ლანდები ბნელი
სიბნელე ჩემს გულს
შემოეჩვია
პირისპირ შეგხვდე
და დავისვენო
მე მგონი ყველას ეს
მირჩევნია,
არა, ძნელია
უშენოდ მცივა,
თავს მდინარეში
დავიხრჩობ ღამით
მომენატრება მე
თბილი ბინა,
შენს ფერად სახეს
დავხატავ კალმით.
***
მაშ, მიენდე მარადიულ გრძნობას
შესვი თასი გარდასახვის ჟამის
ეს ამძაფრებს კვლავ შენსდამი ნდობას.
მე არა გთხოვ ყვავილებს და ვარდებს
მე უბრალო სიყვარული მინდა,
და პლატონურ მოტრფიალე გულში
დაიხატოს სიყვარული წმინდა.
ბედნიერი მეცხრე ცამდე ავალ
გადავლახავ ადიდებულ რიონს
მე რომ ვიცი მელოდები სახლში
ეს ფიქრებიც მოჰყავს შენსკენ რიონს.
კარებს ვაღებ შენი სახე მხვდება
მოციმციმე თვალები გაქ ნაზი
წინანდალის ყურძნის ფერი სახე
და აჟური როგორც ლერწმის ვაზი
მიცქერიან ეგ თვალები მშვიდად
სიყვარულით გადაღლილნი სჩანან,
შემოგხედავ და მიდგება თვალწინ
ჩვენი ატმის ის კვირტები გგვანან.
ფრანგი
პოეტი ქრათველი
შენ დაემსგავსე ვიონენს ბოდლერს
და ახლაც იწვი მათი სურვილით
გადაშლილ ვარდებს გამტყდარ ღეროებს
უცქერდი ისევ შენი სურვილით
ქართველ პოეტთა რიგი პირველი
ყოველ მომდევნოს შენი მოჰყვება
ფრანგი პოეტი ქართველი კაცი
ყოველი გული მას ეფერება
იცოცხლოს იმან ვინც განგადიდა
ვინც გაღიარა ნამდვილ მიღწევად
ქვეყნის დიდება ერის სურვილი
ეს სანუკვარი მზე გაბრწყინდება
და ბედნიერი ცხოვრება შენი
ფრანგული სულით გადაწერილი
შენი სამშობლო შენი ოჯახი
ეს დედამიწის ერთი წერტილი
გახსენება
(სიმღერა)
გახსოვს კიდევ ის წარსულის დღეები?
სიყვარულით აღგძნებული ხელები
მოციმციმე თეთრი ნაზი პეპლები
ჩვენი ყოფნის ბედნიერი წუთები
წყაროს პირას მოლიკლიკე მდინარე
ფერდის თავზე შენი სახე მცინარე
გაფრენილი ეს ფიქრები მძინარე
კოცნა ჩვენი ის საღამო წინარე
და ოცნება ის საოცარ ფერებით
მოფერება ჩემი ნაზი ხელებით
ღვინით მთვრალი მოცინარე თვალებით
შემოხედვა ნეტა რად მემალებით?
მოდის-მოდის ჩემსკენ შენი თვალები
ვერა ვხვდები ნეტა რად მენატრები?
მაინც ვიცი ჩემი რომ არ გახდები
ეგეც ვიცი რომ სულ მარტო დარჩები
ლადოს
სურათთან
რომ დღეს ჩემთვის ვინმეს ეთქვა
ვინ გინდა პოეტი გერქვას?
ლადოს დავძახებდი მაშინ
ეს ლექსი ხმამაღლა მეთქვას
როგორს ინატრებდი რითმას
რაზე დაიწყებდი წერას
და თუ გადავხედავთ ლადოს
ნიკო ფიროსმანის ჟღერას
ამას ვინატრებდი მარტო
ლადოს ლექსის ქნარი მესმას
დღეს არ დავკარგავდი ისე
ლადოს გამარჯვება მეთქვას
ლ...დ...ო
პოეზიის
უბრწყინვალეს მწვერვალს
დაიბყრობდა
უნაზესი სითბო
მოდიოდა ნაკადულად
რითმა
მოჰყვებოდა მას
უცნობი სიტკბო,
და მწერლების
მეოცნების მიღმა
ის საოცარ მუზას
ელოდება
გაფანტული ფირები
და ნისლი
შევარდენი მთაზე
აღარ ჯდება,
და საოცარ
მელანქოლის მიღმა
მუზის ღმერთი
ჩაფიქრდება წუთით
ზღვა ღელავდეს
აქაფული ტალღით
რითმა მოდის
წამიერი სუნთქვით,
გაბრწყინდება
აღგძნებული გული
ცხელ სტრიქონებს
ეფერება ჩუმად
ათრთოლდება
მოტრფიალე გული
და გაჩერდით ამასა
გთხოვთ ჩუმად,
მან წარმოთქვა
სიტყვა ვრცელი სტროფი
და ნელ–ნელა
დაილევა სიტყვაც
აფეთქდება
გაჟღენთილი სული
დადუმდება
მეოცნებე კვირაც!
შარლ ბოდლერი
გავესაუბროთ ბატონ დიკენსონს გინდა ჰაინეს
პოეზიისკენ სულსწრაფები გზაზე მავალი
ბოდლერს დიდებულს სიტკბოება თან მიჰყვებოდა
ყოველ მწერლისთვის მისი ლექსი იყო წამალი
რაღაც ხვთაება ედო ლექსებს ყოველ სტრიქონში
არ ბეზრდებოდა ცუდ მკითხველსაც მისი ყურება
და ყველას გულში იყო სითბო დიდი ბოდლერის
სინაზე სითბო და ლექსების მშვენიერება
მელაპარაკეთ ყველაფერი დღეს მის გარშემო
კარგი გინდ ცუდი რაც გადახდა მის ცხოვრებაში
როდის იწყებდა ლექსის წერას მარტო თავისთვის
როგორი იყო შარლ ბოდლერი ყმაწვილობაში
თუ გინდათ ლექსებს დააკვირდით რა ლამაზია
რა სათუთია მისი ყველა ტაეპის წყობა
და ეხლაც ყველგან შესაძლოა არავის გავდეს
მისი ლექსები შარლ ბოდლერის ხელახლა შობა
ქარს გავატანე ლექსები
სად არ ყოფილა ეს
რითმა,
სად არ უვლია
მდინარე
ქარს გჰყოლია
ახლახანს
დავდივარ ეხლა
მდუმარე
ჩემო ლექსებო
დაბრუნდით,
პატრონი აქ
გელოდებათ
და ისევ იმ ქარს
მოჰყევით
ვინც გუშინ
მოგაქროლებდათ!
ნაზი
სურნელი მოფინეთ
გარემოს არე - მარესა
თქვენი სითბო და
ალერსი
მშვენოდეს
ქართველთ მხარესა!
უბრალო
პოეტი
ა.საჯაიას
პოეტობისთვის
თავდადებული უბრალო კაცი
განა მის ლექსებს
არ სჭირდება რომ მოეფერო?
ვრცელი რითმები
მუზანარევ ლექსშივე ცხოვრობს
და მეც მინდა რომ
მის სტრიქონებს კვლავ მოვეფერო
ჭაბუკობაში, როცა იმ დროს
ომები ქუხდა
და საქართველო მის ღვიძლ შვილებს
ეთხოვებოდა
მას კი დარჩენილს
მეგობრები იქიდან წერდნენ
რომ ალიოშა
საქართველოს დასჭირდებოდა
სევდა სტრიქონის
ვრჩელ ასოებს დაემალება
მისი კალამი
უჩვეულოდ ახლა გალაღდა
დაწერა სევდა თეთრ
ფურცლებზე გადატანილი
სტრიქონებს შორის
თითქოს ისევ ომი გაჩაღდა
მას თბილისელი
ყარაჩოღლის სული დასდევდა
და სიკვდილამდე
წაიყოლა გზასვე მართალი
ის იყო ქართულ
პოეზიის ერთი აღნიშვნა
და პოეზიის ვრცელი
წიგნის დიდი მარცვალი.
წუთისოფელი
ვინმემ იფიქროს ამაზე, რატომ ვარსებობთ
ჩვენ,
რატომ გვინდა, რომ ვიცოცხლოთ, გადავრჩეთ ისევ
ჩვენ
ოჯახი იყოს
დღეგრძელი, არ გაგვიჭირდეს ჩვენ,
და ბოროტების
ტალკვესი, არ დაგვეჯახოს ჩვენ!
ფიქრობთ თუ არა, რომ სადღაც
სასუფეველი არის,
და ჩვენს მიწიერ
სამოთხეს იქ სხვა სინათლე არის,
ცოდვებით
გადაღლილები, სულის ტკივილი არის
ეშმაკი თავის
ჯოჯოხეთს გვთავაზობს, როგორიც არის!
ბევრს კიდევ სჯერა სხვა ერთის როგორც წარსულში იყო
თვალ დახუჭულნი უცქერენ რომ ის სულ ადრე იყო
დასცქერენ ბებერ თვალებით ეს თვალიც მათი იყო
წუთისოფელში მოვიდა რაც კი წარსულში იყო!
ძველი
ალბომი
მტვრით სავსე წიგნი ნამდვილად ერთი
ის პოეზიის ღმერთებზე ღმერთი
ნამდვილი კაცი რითმები ვრცელი
დაჰქრის ეს ქარი ვერაფერს ვშველი
ძველი ალბომი ლექსებით სავსე
ყველა პოეტი არაა მასე
ერთის ყოფილა ეს ბახტრიონი
და მასთან ერთად გალაქტიონი
ამ ღამით
მე მხრებზე მაწევს ტკივილი დიდი
საოცარ ფერით აღივსო არე
მოკვდავ თვალებში სიცოცხლეს ვხედავ
და განათდება ჩამქრალი მთვარე
ეს ღამეც დნება როგორც სანთელი
გათენებისკენ მიუწევს გული
ამოქარგულა მეწამულ გვერდზე
ამ მარტოობით დაღლილი სული
შენი სახე და ნაკვთები ნაზი
ამ სიბნელეშიც ანათებს ნათელს
გასაოცარი ფერებით სავსე
გაღიმებული ვუყურებ სანთელს
ო რა მშვიდად დგას ვარდების თვეში
ყელიც რა კოხტად მოუღერია
მისთვის ანათებს მზე დიდებული
ეს ჯერმის კვირტიც შენი ფერია
გლეხი
ყველაზე წმინდა მშრომელი კაცი
ამ ჩემი კუთხის მშვენებას ძერწავს
თავისი სულით თავისი ხელით
გუთნის ღიღიტას ნელ-ნელა წმენდავს
გლეხი რა არის? ჩემო ბიჭებო
ეს არის კაცის ფერადოვნება
სიცოცხლე ამ გზის სიკვდილი სხისა
წუთისოფლის გზის გასხივოსნება
ამღვრეულ გულით სავსეა ერი
მაინც მშვიდობას ის ინარჩუნებს
სულ გამძლეობა სულ სინანული
ის თავის სტუმარს სახლში არ უშვებს
და როგორც გედი მოკვდავთა ბაღში
დაჭრილ ირემსაც სიკვდილი უნდა
გლეხის ცხოვრება მისი ოცნება
მამული იყოს როგორიც სურდა
ზღვასავით
წმინდა
ზღვასავით წმინდა შენი თვალები
მიყვარს დაღლილი და ნამთვრალევი
გადალეწილი ეს ზღვის ტალღები
ეს თეთრი სახე შემონაჩვევი
ოცნება იწვის კვდება ფიქრებიც
გული ტკივილებს ვეღარ გაუძლებს
და როგორც გედი მოკვდავთა ბაღში
ეს ქარი ფიქრებს კვლავ სხვას წაუღებს
დღეს ისევ ტირის გული ოხერი
ელის უცნაურ დღის გათენებას
ღამით ის არ ჩანს არც თვალი უჭრის
რომ დაელოდოს მის წილ ოცნებას
იტირე სულო შენ არ ხარ ღირსი
ეგებ არ არის ის შენი ბედი
და ამიტომაც ბერდები მარტო
და კვდები როგორც ტაბიძის გედი
***
რად ამირიე გზაზე სავალი
რად ამედევნა შენი აჩრდილი
ან სად ვიპოვო გამოსავალი
წვიმიან ფანჯრებს წვეთებს დაუთვლი
და ოცნებებში დავიკარგები
ღამის სურნელი სახეს ეცემა
წყლით აივსება ღვინის ჯამები
სასწაულს ველი თითქოს გავფრინდი
არადა მიწას ვარ მიჯაჭული
წვიმა მძაფრდება ღამე იცვლება
და ფანჯრებზე ვარ გადაჯაჭული
მეტს აღარ ვნატრობ ესეც მეყოფა
სიჩუმე რასაც დიდხანს ველოდი
შენ არა ჩანხარ სად დაიკარგე?
ჩემი ცხოვრება მე სულ გელოდი
და ამ ლოდინში ალბათ გავქრები
რადგან ძნელია მარტო ცხოვრება
ჩემი სახლ-კარი ჩემი მეობა
დარჩება როგორც იყო ოცნება
სიყვარულის
დღე
14 თებერვალი
ახლაც სიყვარულს ვუმღერებ
რადგან სიცოცხლე მწყურია,
და სიყვარული ოცნებად
ვით ქუდი თავს მახურია.
ამ დღისით ტრფობა მძვინვარებს,
ვისაც ვინ უყვარს, ღმერთია
ვალენტინობა ამ ღამით
ყოველიველთვის ერთია.
ტრფობით დაღლილი ტუჩები
ლამპიონების ნათება
ხელი ხელს გადახვეული
სულის წყლულების ანთება.
მომილოცია ეს ერთი,
რასაც ეს გრძნობა ატყვია
ყველას ვუსურვებ სიყვარულს
ეს ხომ მრავალჯერ მითქვია!
ნანას ვუმღერი სამშობლოს
ეხლა სტრიქონებს ვამზადებ ფურცელზე გადასატანად
ჩემი სამშობლოს დიდების ვარ და ვიქნები თამადა,
ჩემი ქვეყანა ვარდებით სავსე თაიგულს ვამსგავსე
სიმღერა თბილის ქალაქზე მის კედლებს მიმოვანარცხე.
ტკბილო ადგილო სასახლევ ულევო ზღვაო დიდრონო
ნანას ვუმღერი სამშობლოს რომ მერე მან მომიგონოს
ქებას ვამძაფრებ საყვედურს ფარით უხვდები კარებთან
ჩემი სამშობლოს დიდებას მტერს არ ჩავუგდებ სათრევად!
* * *
თუ არ ჩამქვრალა დიდებული მზე დიდი მგოსნის
მაშინ ქართველთა შარა გზაზე ლექსი როგორც ზღვა
ყველას მისწვდება ლექსის სითბო ასათიანის
თვით პოეზია გაგიჯდება როდესაც იგძნობს
რომ ღვთაებაა სიწმინდისკენ მგოსანთ წამალი
ყოველ სულდგმულის სულის
ამბოხს ის ეამება
და ეს ლექსები დარჩებიან სიტყვა მართალი
შენ ჩემო თაო გადაურჩი ამდენ სატანჯველს
და შემიბრალებს მე განგება ამას ვლოცულობ
წმინდა ადგილი პოეზიის ადგილად იქცა
და ყველასათვის სიყვარულს და ლექსებს ვთხოულობ
აქ დაიმარხნენ დიდებული ლექსების ღმერთნი
აქ აითვისეს მათ პირველად
ლექსის სიმკვეთრე
და თუ დიდებულ გალაკტიონს ეს ერგებოდა
აბა მითხარით ამის მეტსა სხვას რას ინატრებ?
***
დამდევს ისევ მონატრება, ჩემი გული გაიყო
და ამ მზიურ ბედისწერას თუ მივანდე
სიცოცხლე
ეს ცხოვრება მე რას მიზამს ჩემო თავო იცოცხლე.
სულს წყურია შვება სხვისიც, რადგან ისიც მისია
გარინდებულ შემოხედვას ისევ სევდა ატყვია,
გულის ფიცარს სისხლით სავსე და თვალები
მშვიდია,
მონატრება მონატრება სხვა რამ არ მიფიქრია,
შენ თუ არ ხარ ყელტიტველა, როგორც ნაზი ყვავილი
მაშ რად მინდა სხვისი კოცნა ან სხვაგვარი
ჩივილი
ოცნებაა რაც აგიჟებს გულს სხვაგვარი ფიქრებით,
ჩემო ძმებო, ჩემო დებო, მე ხომ ისევ მჭირდებით!
ქურდი
ქურდო დაგიდგა თვალები
რად გააგიჟე ქალები
შიშით აღვსილი სუყველა
და ცრემლიანი თვალები
რად გააწვალე ოჯახი
რად მოუწამლე ცხოვრება
ახლა კი მარტო დადიხარ
ხელში არა გაქვს ქონება
ღმერთის არა გწამს?
ვის პარავ, მათხოვარს ქვეყანაზედა
შენი სიმართლე გაგყვება
იმ უცხო ქვეყანაზედა!
***
რად ამირიე გზაზე სავალი
რად ამედევნა შენი აჩრდილი
ან სად ვიპოვო გამოსავალი
წვიმიან ფანჯრებს წვეთებს დაუთვლი
და ოცნებებში დავიკარგები
ღამის სურნელი სახეს ეცემა
წყლით აივსება ღვინის ჯამები
სასწაულს ველი თითქოს გავფრინდი
არადა მიწას ვარ მიჯაჭული
წვიმა მძაფრდება ღამე იცვლება
და ფანჯრებზე ვარ გადაჯაჭული
მეტს აღარ ვნატრობ ესეც მეყოფა
სიჩუმე რასაც დიდხანს ველოდი
შენ არა ჩანხარ სად დაიკარგე?
ჩემი ცხოვრება მე სულ გელოდი
და ამ ლოდინში ალბათ გავქრები
რადგან ძნელია მარტო ცხოვრება
ჩემი სახლ-კარი ჩემი მეობა
დარჩება როგორც იყო ოცნება
სამოთხის
გვრიტები
ჩემო სამოთხის გვრიტებო
ნაზო ენძელა, მზიანო
ცის ნამით დასველებულხარ
შენ გაზაფხულის დღიანო,
გვრიტებს ამშვენებთ სინაზე
გალობა ნაზი ხმიანი,
და მაისობის თვეშია
მთელი გარემო მზიანი.
შენ ჩემო ნაზო ბულბულო
გვრიტი
გალობას გიწუნებს,
მისი ხმის ნაზი ბგერები
შენს თვალის უპებს უყურებს,
ჩემო სამოთხის გვრიტებო
ნაზო ენძელა , მზიანო
ცის ნამით დაგსველებულხარ
შენ გაზაფხულის დღიანო!
* * *
ისევ ნაღვლიან თვალებს ვუცქერდი
ცრემლით აღვსილი შენი თვალები
ძვირფასო რისთვის გამოგესარჩლე
რად დაგისველე ეგ წამწამები!
და კივილს უხმობს სული ოხერი
ტირის გული და ტირის ოცნება,
ჩემო ძვირფასო ჩემო თილისმავ
მე შენი სუნთქვა მიახლოვდება!
ზღვას როგორც ურჩი მოუსვენარი
ტალღა ტორტმანებს, არ დაიღლება
გიცქერ და გიცქერ ვერ შეგელიე,
შენი სურნელი აღარ მშორდება!
უნდა ვიტანჯო შენზედ ფიქრებში,
და წუთისოფლის გზაზე მავალი,
არა გთხოვ ბევრსა, ერთი მაქვს თხოვნა
შენ გახდე ჩემი სულის წამალი!
***
მანქანის ხმაური
კარებზე კაკუნი
ვინ არის?
იქნება ვიღაცის ბავშვია
წვიმიან ასფალტზე
კენჭები გროვდება
ცის ლამაზ სივრცეში
მერცხლები ჩნდებიან,
ახურავს საბანი
ნეტა არ გაცივდეს,
დედა ფიქრებშია
გართული
მთელი დღე
ბავშვს კი ეძინება,
თვალებსაც დახუჭავს
შენი მოფერება
ყოველთვის დამჭირდეს,
ვიღაცას მოშივდა
ვიღაცა ატირეს
ასეა მთელი დღე,
ვერაფერს უშველი
მე არ ვარ მარატი
რომ გადავარჩინო
რაც კი ბოროტება
ყოფილა ამ ქვეყნად
დედა კი ისევე
დარჩება უშვილო
მე და მე
მე თვითონა ვარ ჰამლეტი როლში,
რადგან ასეა უფრო საჭირო
გზა მომავლისა გზა დასასრულის
ჩემი ნათქვამი გახდა უპირო,
სცენაზე არ მყავს ბადალი, რადგან
თვითონ სცენაა ჩემი სასახლე,
ეს გადარჩენის ნამდვილი ხიდი
ჩემი ფიქრები აქ ჩავასახლე
იკითხავთ რატომ ამდენი ქება?
ქება კი არა, ეს ნამდვილია
თუ არ იმარჯვებ არა ხარ ერთი,
ცხოვრების ხიდი ჩატეხილია!
განა ძნელია იცხოვრო მარტო
მაგრამ ერთობა ერთი გულია
ის, ვინც გაგიგებს, თავს გადაგიდებს
თავგანწირული გმირის სულია!