8 авг. 2010 г.

გარინჩა

გარინჩა ბრაზილიის მთებში მობინადრე საკმაოდ იშვიათი და პატარა ჩიტია, რომელსაც ხალხური გადმოცემით, ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს. რიო-გრანდეს პლატოზე, უნიკალურ ჩიტს, რომელსაც  რომელსაც ერთი ფეხი უფრო მოკლე აქვს, სწორედ გარინჩას უწოდებენ.
მანუელ ფრანცისკო დოს სანტოს (Manuel Francisco dos Santos) (დ.28 ოქტომბერი,1933-20 იანვარი,1983), ცნობილი როგორც გარინჩა - ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატებში გამარჯვებულ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. ,,იგი ამართლებს თავის მეტსახელს, გარინჩას, ჩიტივით დაჰქრის მინდორზე” - წერდა მასზე პელე.

ყარყატების სტრატეგია

 ორნიტოლოგებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ყარყატებს (ლათ. Ciconia ciconia, ძალიან მინდა ჟღერდეს, როგორც  ციცო-ციცონია), ჭაობის ფრინველებს, შეამჩნიეს საინტერესო რამ:  გუნდის გადაფრენის დროს, დრო და დრო რომელიმე ფრინველი გადაფრინდებოდა გუნდის ცენტრში. 10 წუთის შემდეგ კი უბრუნდებოდა თავის ადგილს გუნდის კუდში, მის ადგილს იკავებდა სხვა, რომელიც 10 წუთის შემდეგ ბრუნდებოდა უკან, მის ადგილს იკავებდა მესამე  და ა.შ.
ბოლოდან და პერიფერიებიდან ფრინველთა გადანაცვლება პერიოდულად ცენტრისკენ, თურმე, განპირობებული ყოფილა ძილით, ანუ იძინებენ ყარყატები ცენტრში გადასვლისას. აქ სრული თანასწორობაა და არცერთი ციცო  არც არავის ურევს გზა-კვალს. არ ვიცი, ეს რამდენად წარმოსადგენია, მაგრამ ასე დამტკიცდა დაკვირვებებით. :)


ყარყატებზე ზოგადი წარმოდგენისთვის: