18 янв. 2010 г.

ლაშა გელენიძე : ნამუშევრები

მაინც რა გინდა ცაში?

- ცაში მაინც რა გინდა?

- ცაში არავინ მიშლის ნერვებს, ცაში ყველა ფრინავს, ცაში ყველაფერი ლამაზია, ცაში არაა ავადმყოფობა, ცაში არ წვიმს, ცაში ყოველთვის ერთ ენაზე ლაპარაკობენ - ჩიტების ენაზე. აქ არ გვადარდებს, სიცივეა თუ სიცხე.
- მაგარია, მაგრამ იმის შიში არ გაქ, რომ რამეს დაკარავ? და მუდმივი ერთფეროვნებაა ანუ ყველაფერი უსასრულოა და წამიც არ არსებობს? იქ თავს ვერ მოიკლავ. აქ ამის უფლებას იტოვებ და თან გზა ცისკენ მაინც დედამიწიდან გადის, არა?
- და რა უნდა დავკარგო, რაც არ მაქ? შენ წარმოდგენაში ერთფეროვნება არასოდეს არ იქნება, თუ არ გინდა. დროს რაც შეეხება, ძალიან კარგია, რომ არ გადის და არ ფიქრობ, თუ რა იქნება ხვალ! რა გავაკეთო ხვალ! გკიდია ყველაფერი! თავის მოკვლა არც მოგინდება. იქ შენ, შენ ფიქრებთან და შენ მესთან ხარ. არ გადარდებს ახლობელი ადამიანებისგან ელემენტარული გულის ტკენა. ხოლო დედამიწას რაც შეხება, ერთი დიდი ნაგავია, დიდი სიბინძურე, სადაც შენი თავის შეცნობის საშუალება არ გაქ. ადამიანი ვერ გათბობს გრძნობით. იქ იმდენი სიკეთეა, რომ სიკეთით ფრინავ. არ შეგიძლია, მაგრამ მაინც თვალს უკრავ შენ თავს და გიხარია, იქ რომ ხარ.
- და როცა რამე სასრულია, ის უფრო მიმზიდველი არ არის? ვიდრე ის, რომ რაღაცას ბოლო არ აქვს, მუდმივია? დედამიწა კი არარეალობაა, ნაგავი!
- დედამიწამ, როგორც თქვენ უწოდებთ, მან მომკლა. იძულებული ვარ, ცაში ვიყო ფიქრებით და არა სხეულით. ეს უფრო მიშლის ნერვებს, მაგრამ მაინც მოწყვეტილი ვარ დედამიწას და თქვენ რომ გძინავთ, მე მაშინ ვფრინავ! თქვენ რომ გღვიძავთ, მაშინაც ვფირნავ. ხოლო თქვენ რომ ცხოვრობთ, გგონიათ რომ ცხოვრობთ, ეგაა სიცოცხლე? სიცოცხლე ფრენაა, როგორც დიდი ჯონათან ლივინგსტონი იტყოდა ,,ნებისმიერ მანძილზე და დროში შეიძლება ფრენა, თუკი მოისურვებ”!.
- მაგარია ფანტაზიაში ცხოვრება, მაგრამ დავიღალე მაგითაც უკვე, მაგრამ მარტო ხარ და ბევრს ფიქრობ. არა, კარგია შენთან ერთად ფრენა, მაგრამ ჩემი რეალობა მეძახის, ძილი ნებისა... გავიღვიძე და ფრენის ხასიათზე ვარ.
- მაინც ვერ იფრენ, აზრი არ აქ!
- შენ არც ცდილობ, რომ დამეხმარო! რა იყო, ჩემი სიზმრების გეშინია, რომ არ ჩამოგაგდოს აქ?
- დახმარება ისაა, რომ მანდ ჩამომაგდო? ა, შენ თუ აქ ამოხვალ და დაბლა ვეღარ ჩახვალ და გაწყობს ეგეთი რამე?
- კაი, მოსულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემ სიმძიმეს შენი ფრთები ვერ გაუძლებს! ასე რომ, თავად ჩამოხვალ და დატკბები წარმავალი სიცოცხლით.
- შენ წარმოიდგინე, დარჩები სულ მაღლა და ვერსად გამექცევი!
- მე რომ გაქცევა მიყვარს? შენს გარდა ცაში არავინაა?
- ვერსად გამექცევი... და მერე, ვიფრინოთ!
- მე და შენ? ერთი შანსი გაქ: შენ თუ დედამიწაზე ჩამოხვალ და რეალობაში გაეხვევი! მე ფრენა არ ვიცი, გაფრენა კი.
- მე რომ ვაფრენდი, იმიტომ გავფრინდი!




აქ მალე პასუხს იპოვი!



გუშინ? გუშინ მთელი დღე სასაფლაოზე ვბოდიალობდი თითქოს სული ვიყავი, რომელსაც საკუთარი საფლავი დაავიწყდა და დაეძებს. სიჩუმეა ხანდახან თუ ისმის ჭოტის ყივილი, ერთ საფლავის ქვასთან შევჩერდი, დავაკვირდი, არაფერი ეწერა ზედ. გამიკვირდა თუ რატომ იყო ქვა ცარიელი? თითქოს ეს ქვა მიზიდავდა , მივუახლოვდი და გავარჩიე, რაც უფრო ახლოს მივდიოდი, ასოები ისახებოდა ზედ. კანკალმა ამიტანა... ქვაზე უკვე გარკვევით იკითხებოდა ,,არაუშავს, აქ მალე პასუხს იპოვი!” რა პასუხს?
უკვე სახლში ვარ, ლოგინში ვწევარ, ფილტვებს ვგუდავ სიგარეტის კვამლით. არ ვიცი ჩამეძინა თუ ხილვა იყო : მინდორში მივდივარ, გარშემო სიცარიელეა, წვიმამ დასცხო, გავრბივარ, მაგრამ არ ვიცი საით. ამ სირბილში ხე შევამჩნიე, ვიფიქრე, შევეფარები, გადაიღებს და წავალ. ხეს რომ მივუახლოვდი, ის საფლავის ქვა შევნიშნე, არ გამკვირვებია, თითქოს გამიხარდა რაღაც ნაცნობი რომ აღმოვაჩინე, ქვაზე ჩამოვჯექი წარწერას არ დავკვირვებულვარ, შორს თვალი მოვკარი ახალგაზრდა, შავებში ჩაცმული ქალი მოდის, გავიქეცი ცოდოა ამ წვიმაში იქნებ რამით დავეხმარო - გავიფიქრე ჩემთვის. მივუახლოვდი და გამიკვირდა, შავებში ჩაცმული ქალი დედაჩემია.


 -დედა აქ რა გინდა? ხმას არ მცემს
 -დედა გეკითხები! კვლავ პასუხი არ ისმის.


 მიუახლოვდა საფლავს. ეხლა შევამჩნიე, ხელში ჩემი რვეული უჭირავს, სადაც ლექსებს ვწერ, რომელიც ეხლაც ჯიბეში მიდევს. გაორება? მეორე სამყარო? ამოვიღე, არ ვიცი, რატომ გადავშალე და ჩემი ლექსის ერთი სტროფი წავიკითხე:

,,მე რომ მოვკვდები ალბათ იტირებთ
ცრემლით დანამავთ ყვავილის გროვას
მე კი ვიჯდები საფლავის ქვასთან
შავებში ჩაცმულ დედას შევჰყურებ”
მთელ სხეულში წვა ვიგრძენი, როცა ამ სტროფის კითხვას მოვრჩი, შევამჩნიე დედაც ამას კითხულობდა. მერე ამოხია ფურცელი და ქვასთან დადო, რვეული ნახევრამდე იყო დაცარიელებული. სად წავიდა დანარჩენი ფურცლები?
რომ გამოვფხიზლდი ისევ ჩემ ლოგინში ვიწექი ცივ ოფლში ვცურავდი. კანკალი ამიტყდა. რვეული ავიღე, დავუწყე იმ სტროფს ძებნა. სტროფი კი არა, ლექსიც არ იყო - გამქრალიყო. მხოლოდ ფურცელი, სადაც ეწერა ეს ლექსი, გაყვითლებულიყო, თითქოს დასველდა და მერე გაშრა.
ვგიჟდები თუ მეჩვენება იმ დღის მერე ერთი კვირა სახლიდან არ გავსულვარ. არ მასვენებს სიტყვები ,,აქ მალე პასუხს გაიგებ!” ერთი კვირის მერე გავედი სახლიდან, სასაფლაოსკენ გავემართე , მივედი იქ, სადაც ქვა მეგულებოდა, მაგრამ არც ქვა და არც რამე იმის მაგვარი რომ აქ ოდესმე საფლავის ქვა იყო, არ ჩანდა. ცივად გამოვბრუნდი უკან. ცოტა მოშორებით მოხუცი კაცი შევნიშნე. დამინახა თუ არა, ჩემკენ წამოვიდა, მომიახლვდა, დიდხანს მიყურა და მითხრა - პასუხს მალე გაიგებ. გაბრუნდა და წავიდა. ვინ იყო? რა პასუხი? ავირიე, ავიჭერი.
მეორე და უკანასკნელი ხილვა: კვლავ იმ ხესთან და იმ საფლავის ქვასთან ვდგავარ. მზიანი ამინდია. დამაინტერესა, ქვას შევხედე, ზედ ეწერა ,,აქ შენი სახელი უნდა ეწეროს, მაგრამ ვინც საფლავის ქვაზე სახელს ანაწილებს, მას წერა-კითხვა დაავიწყდა, მაგრამ დამიჯერე, მალე გაახსენდება, მაგრამ შენ აღსდექი.
პასუხი: თვალს ვახელ... გარშემო ათასნაირი ნათურა ანათებს. ხელში წვეთოვანის ნემსი მაქ ვენაში, ყურთან რაღაც საშინელ ხმას გამოცემს, ორი გაკვირვებული სახე დამჰყურებს. ეს აღდგომას ნიშნავს, ჩაილაპარაკა ერთმა. რამოდენიმე დღეში ფეხზე წამოვდექი, გავიგე თურმე 1 თვე კომაში ვყოფილვარ, ესეც შენი მოტოციკლი.
გათენდა, აღდგომის დღესასწაული ყოველი მხრიდან ისმის:

 - ქრისტე აღსდგა!
 -ჭეშმარიტრად. 
ხოლო მე რომ მეუბნებოდნენ: - ქრისტე აღსდგა!
მე ვპასუხობდი: - მეც ავღსდექი.



ღამეა ქალაქში სუყველას სძინავს!


ღამეა ქალაქში სუყველას სძინავს
ვამპირთა ქუჩაზე ვიღაცა გმინავს,
სისხლის წვეთები ნელ–ნელა წვეთავს
ვამპირი ბავშვის ხახაში ქრება!
მოკლეს საწყალი პატარა ბავშვი
დაუშრეს სისხლი რაც ჰქონდა ძარღვში
პატარას სული გაფრინდა სახლში
და ვეღარ მიხვდა, რა მოხდა მაშინ...
ღამეა ქალაქში სუყველას სძინავს
ოთახში პატარა ბიჭუნა გმინავს,
და ახელს თვალებს პატარა ბიჭი
მას მოსდის თვალზე ურიცხვი ცრემლი
ღამეა ქალაქში სუყველას სძინავს
ბიჭუნა ახალ სიზმარში ფრინავს! ...    

                                                                     


                                                                                                                    ფოტოების ავტ.: ლაშა გელენიძე              









































             
               

1 комментарий: