მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი ,,ჰიტლერი ათეული მილიონობით ხალხის გაჟლეტას მოითხოვდა და იმავე დროს ბავშვივით ცრემლსა ღვრიდა, როცა მისი იადონი სულს განუტევებდა.
ჰიმლერი ამ შემთხვევაშიც ბაძავდა თავის ,,სწორუპოვარ ფიურერს.” ამიტომაც გახსნა მიუნჰენის ახლოს მეფრინველეობის ფერმა. იგი თვითონ უვლიდა ჩიტებს და, თუ რომელიმე მათგანი ფეხებს გაჭიმავდა, ,,მიცვალებულს” დაასაფლავებდა, ხოლო საფლავს ცოცხალი ყვავილებით შეამკობდა. თუ ჰიტლერი ფრიდრიხ დიდის პოზაში დგებოდა, ჰიმლერი საქსონიის დინასტიიდან გერმანიის პირველ მეფეს - ჰენრიხს მიიჩნევდა თავის ,,სულიერ წინაპრად.” ჰენრიხს ,,ფრინველთმჭერს” (იგივე ,,ჩიტირეკიას”) უწოდებდნენ”.
(ას ერგასის დღე -მ.კვესელავა)
Комментариев нет:
Отправить комментарий