9 авг. 2010 г.

გულჩვილი ჰიტლერი



 მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი ,,ჰიტლერი ათეული მილიონობით ხალხის გაჟლეტას მოითხოვდა და იმავე დროს ბავშვივით ცრემლსა ღვრიდა, როცა მისი იადონი სულს განუტევებდა.
ჰიმლერი ამ შემთხვევაშიც ბაძავდა თავის ,,სწორუპოვარ ფიურერს.” ამიტომაც გახსნა მიუნჰენის ახლოს მეფრინველეობის ფერმა. იგი თვითონ უვლიდა ჩიტებს და, თუ რომელიმე მათგანი ფეხებს გაჭიმავდა, ,,მიცვალებულს” დაასაფლავებდა, ხოლო საფლავს ცოცხალი ყვავილებით შეამკობდა. თუ ჰიტლერი ფრიდრიხ დიდის პოზაში დგებოდა, ჰიმლერი საქსონიის დინასტიიდან გერმანიის პირველ მეფეს - ჰენრიხს მიიჩნევდა თავის ,,სულიერ წინაპრად.” ჰენრიხს ,,ფრინველთმჭერს” (იგივე ,,ჩიტირეკიას”) უწოდებდნენ”.

(ას ერგასის დღე -მ.კვესელავა)

8 авг. 2010 г.

გარინჩა

გარინჩა ბრაზილიის მთებში მობინადრე საკმაოდ იშვიათი და პატარა ჩიტია, რომელსაც ხალხური გადმოცემით, ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს. რიო-გრანდეს პლატოზე, უნიკალურ ჩიტს, რომელსაც  რომელსაც ერთი ფეხი უფრო მოკლე აქვს, სწორედ გარინჩას უწოდებენ.
მანუელ ფრანცისკო დოს სანტოს (Manuel Francisco dos Santos) (დ.28 ოქტომბერი,1933-20 იანვარი,1983), ცნობილი როგორც გარინჩა - ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატებში გამარჯვებულ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. ,,იგი ამართლებს თავის მეტსახელს, გარინჩას, ჩიტივით დაჰქრის მინდორზე” - წერდა მასზე პელე.