9 авг. 2010 г.

პიკასოს მტრედები

პიკასოს შვილის მოგონებიდან: ,,დონ ხოზე - პაბლო პიკასო თავისუფალ დროს კაკბებს, კურდღლებს, ბოცვერებს და ყვავილებს ხატავდა. მაგრამ ყველაზე ხშირად მას მტრედების ხატვა უყვარდა და სახელოსნო მათი ფიტულებითა და გალიებით ჰქონდა სავსე. ერთერთ დიდ ტილოზე უზარმაზარი სამტრედე ეხატა ურიცხვი, მრგვალთვალება მტრედებით გავსილი. ზედმეტსახელად მემტრედე შეარქვეს, რადგან ყოველდღე გადიოდა მერსედეს მოედანზე და მოგოგმანე მტრედების ღუღუნით ტკბებოდა.







მშვიდი, ქათქათა ციდან წამოიფრენდნენ მტრედები და ეზოში მდგარ ხშირფოთლოვან ხეებს შეესეოდნენ. მამა კი იდგა და მონუსხულივით გასცქეროდა საუფლო ცასა და ქვე ყანას შორის მშვიდობის შიკრიკებად მოვლინებულ მტრედებს, თითქოს უსახურ სივრცესთან დაზავებასა და მორჩილებისაკენ მოუხმობდნენ მიწიერთ”.

გულჩვილი ჰიტლერი



 მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი ,,ჰიტლერი ათეული მილიონობით ხალხის გაჟლეტას მოითხოვდა და იმავე დროს ბავშვივით ცრემლსა ღვრიდა, როცა მისი იადონი სულს განუტევებდა.
ჰიმლერი ამ შემთხვევაშიც ბაძავდა თავის ,,სწორუპოვარ ფიურერს.” ამიტომაც გახსნა მიუნჰენის ახლოს მეფრინველეობის ფერმა. იგი თვითონ უვლიდა ჩიტებს და, თუ რომელიმე მათგანი ფეხებს გაჭიმავდა, ,,მიცვალებულს” დაასაფლავებდა, ხოლო საფლავს ცოცხალი ყვავილებით შეამკობდა. თუ ჰიტლერი ფრიდრიხ დიდის პოზაში დგებოდა, ჰიმლერი საქსონიის დინასტიიდან გერმანიის პირველ მეფეს - ჰენრიხს მიიჩნევდა თავის ,,სულიერ წინაპრად.” ჰენრიხს ,,ფრინველთმჭერს” (იგივე ,,ჩიტირეკიას”) უწოდებდნენ”.

(ას ერგასის დღე -მ.კვესელავა)