12 авг. 2010 г.

ატენის სიონის მოხატულობა - ექსპრესია ხატწერაში

ატენის მომხატველი ოსტატის შემოქმედებაში ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობა ორგანულად ერწყმის შუა საუკუნეთა ხელოვნებისათვის დამახასიათებელ პირობითობას და რეალური ფორმის გარკვეულ დეფორმაციას, ამას მოწმობს აგრეთვე ადამიანის ფიგურის პროპორციები და ხატვის მანერა. ატენის ფიგურების პროპორციათა თითქმის კლასიკური სისწორე დარღვეულია კიდურების - ფეხის ტერფებისა და ხელის მტევნების  რამდენადე გადიდებით. ეს დეფორმაცია შემთხვევითი როდია. ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ფორმის ხაზგასმული დეფორმაცია და დაძაბული ხაზოვანი რიტმი შინაგანი  ექსპრესიის გამოვლენის ერთადერთი საშუალება იყო. ატენის მხატვრობაში დეფორმაცია თავდაჭერილად ვლინდება, რაც ფიგურების მდგრადობას, ,,წონადობასდა ჟესტების გამომსახველობით შთაბეჭდილებას აძლიერებს. ამ მხრივ საგულისხმოა მთავარანგელოზ გაბრიელის გამოსახულება ხარების სცენაში. მიუხედავად იმისარომ მთავარანგელოზის ფიგურა განყენებულ თეთრ ფონზე არის განფენილითანაც მიწის ზოლის აღუნიშნავადმისი ნაბიჯი მძლავრია და მტკიცეხოლო მოძრაობას მისი დიდმტევნიანი ხელისარომლის ხაზები შორს გადადგმული ფეხისჰიმატიონის აფრიალებული კალთისა და ფართოდ გაშლილი ფრთების ნახატითაა გაძლიერებულიჭეშმარიტი ექსპრესია მსჭვალავსფიგურის სილუეტისა და კადრის ზუსტად მიგნებული თანაფარდობა ასევე ხელს უწყობს მისი მონუმენტურობისმდგრადობისა და დინამიკურობის შთაბეჭდილებასასე გარდაქმნის მხატვრულ სახედ პროპორციებისნახატისა და კომპოზიციის ხასიათი.  მსგავსადვე შთამბეჭდავია რიტმული განმეორებებით გაძლიერებული მოძრაობა მარიამისა და ელისაბედის (ტაბ.3) ხელების მოძრაობა ან მოგვთა გაწვდილი ხელებისა (ტაბ.4) თუმცა მთლიანად ეს ლირიკული სცენა უფრო მშვიდსა და სათუთ ხაზოვან რიტმშია გადაწყვეტილი.

მარიამი და ელისაბედი (ტაბ.3)


მოგვები (ტაბ.4)




















გამოყენებული ლიტერატურა:
,,ატენის სიონის მოხატულობა”  (ალბომი) - თინათინ ვირსალაძე.
,,ქართული ხელოვნების ისტორია” - შალვა ამირანაშვილი.
რეპროდუქციები დამზადებულია საქ. ხელოვნ. ფიქსაციის სპეცექსპერიმენტულ ლაბორატორიაში

9 авг. 2010 г.

პიკასოს მტრედები

პიკასოს შვილის მოგონებიდან: ,,დონ ხოზე - პაბლო პიკასო თავისუფალ დროს კაკბებს, კურდღლებს, ბოცვერებს და ყვავილებს ხატავდა. მაგრამ ყველაზე ხშირად მას მტრედების ხატვა უყვარდა და სახელოსნო მათი ფიტულებითა და გალიებით ჰქონდა სავსე. ერთერთ დიდ ტილოზე უზარმაზარი სამტრედე ეხატა ურიცხვი, მრგვალთვალება მტრედებით გავსილი. ზედმეტსახელად მემტრედე შეარქვეს, რადგან ყოველდღე გადიოდა მერსედეს მოედანზე და მოგოგმანე მტრედების ღუღუნით ტკბებოდა.







მშვიდი, ქათქათა ციდან წამოიფრენდნენ მტრედები და ეზოში მდგარ ხშირფოთლოვან ხეებს შეესეოდნენ. მამა კი იდგა და მონუსხულივით გასცქეროდა საუფლო ცასა და ქვე ყანას შორის მშვიდობის შიკრიკებად მოვლინებულ მტრედებს, თითქოს უსახურ სივრცესთან დაზავებასა და მორჩილებისაკენ მოუხმობდნენ მიწიერთ”.

გულჩვილი ჰიტლერი



 მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი ,,ჰიტლერი ათეული მილიონობით ხალხის გაჟლეტას მოითხოვდა და იმავე დროს ბავშვივით ცრემლსა ღვრიდა, როცა მისი იადონი სულს განუტევებდა.
ჰიმლერი ამ შემთხვევაშიც ბაძავდა თავის ,,სწორუპოვარ ფიურერს.” ამიტომაც გახსნა მიუნჰენის ახლოს მეფრინველეობის ფერმა. იგი თვითონ უვლიდა ჩიტებს და, თუ რომელიმე მათგანი ფეხებს გაჭიმავდა, ,,მიცვალებულს” დაასაფლავებდა, ხოლო საფლავს ცოცხალი ყვავილებით შეამკობდა. თუ ჰიტლერი ფრიდრიხ დიდის პოზაში დგებოდა, ჰიმლერი საქსონიის დინასტიიდან გერმანიის პირველ მეფეს - ჰენრიხს მიიჩნევდა თავის ,,სულიერ წინაპრად.” ჰენრიხს ,,ფრინველთმჭერს” (იგივე ,,ჩიტირეკიას”) უწოდებდნენ”.

(ას ერგასის დღე -მ.კვესელავა)

8 авг. 2010 г.

გარინჩა

გარინჩა ბრაზილიის მთებში მობინადრე საკმაოდ იშვიათი და პატარა ჩიტია, რომელსაც ხალხური გადმოცემით, ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს. რიო-გრანდეს პლატოზე, უნიკალურ ჩიტს, რომელსაც  რომელსაც ერთი ფეხი უფრო მოკლე აქვს, სწორედ გარინჩას უწოდებენ.
მანუელ ფრანცისკო დოს სანტოს (Manuel Francisco dos Santos) (დ.28 ოქტომბერი,1933-20 იანვარი,1983), ცნობილი როგორც გარინჩა - ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატებში გამარჯვებულ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. ,,იგი ამართლებს თავის მეტსახელს, გარინჩას, ჩიტივით დაჰქრის მინდორზე” - წერდა მასზე პელე.

ყარყატების სტრატეგია

 ორნიტოლოგებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ყარყატებს (ლათ. Ciconia ciconia, ძალიან მინდა ჟღერდეს, როგორც  ციცო-ციცონია), ჭაობის ფრინველებს, შეამჩნიეს საინტერესო რამ:  გუნდის გადაფრენის დროს, დრო და დრო რომელიმე ფრინველი გადაფრინდებოდა გუნდის ცენტრში. 10 წუთის შემდეგ კი უბრუნდებოდა თავის ადგილს გუნდის კუდში, მის ადგილს იკავებდა სხვა, რომელიც 10 წუთის შემდეგ ბრუნდებოდა უკან, მის ადგილს იკავებდა მესამე  და ა.შ.
ბოლოდან და პერიფერიებიდან ფრინველთა გადანაცვლება პერიოდულად ცენტრისკენ, თურმე, განპირობებული ყოფილა ძილით, ანუ იძინებენ ყარყატები ცენტრში გადასვლისას. აქ სრული თანასწორობაა და არცერთი ციცო  არც არავის ურევს გზა-კვალს. არ ვიცი, ეს რამდენად წარმოსადგენია, მაგრამ ასე დამტკიცდა დაკვირვებებით. :)


ყარყატებზე ზოგადი წარმოდგენისთვის: