21 февр. 2010 г.

ლადო გოგოლაძე: ლექსები


***
მე დავეწაფე შენს ტკბილ ბაგეებს
როგორც მწყურვალი წყაროს წყალს სვამდა,
ისე ბორგავდა წუხელის ღამე,
რომ სიკვდილმისჯილი პატიმარს ჰგავდა...

მეპარებოდა ნელ-ნელა ძილი,
შენზე ფიქრები დარდებს კურნავდა,
სადღაც თავს იკლავს შექსპირის გმირი,
სადღაც შტრაუსის ვალსი უკრავდა...

როგორ მინდოდა, სიზმრად მენახე,
თუმც მთელი ღამე თეთრად ვათიე,
ისე დიდია შენდამი გრძნობა, 
გულში ვერაფრით ვერ დავატიე.

და როცა რითმებს გავუნაწილე
რითმებს სირცხვილის ალმური წვავდა,
...
ისე ბორგავდა წუხელის ღამე, 
რომ სიკვდილმისჯილი პატიმარს ჰგავდა..



განზომილება

უკიდეგანოა სამყარო, ზეცა,
უკიდეგანოა სივრცე და წყალი;
მე მახსოვს შენი ფარული მზერა,
მე მახსოვს შენი ცისფერი თვალი.

მე შენში ვნახე პირველად ქალი,
საოცრად წმინდა, ანგელოზს ჰგავდი
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
როცა ჩემს გულში სიყვარულს რგავდი.

დარგე და გაქრი, როგორც ზმანება
და თან წაიღე ჩემი გრძნობები,
მე არასოდეს ვყოფილვარ მონა,
შენს სიყვარულს კი დავემონები.

უკიდეგანოა სამყარო, ზეცა,
უკიდეგანოა სივრცე და წყალი;
მე ძველებურად მიყვარხარ დღესაც,
მე შენში ვნახე პირველად ქალი!

19 февр. 2010 г.

ქეთი კოკოშაშვილი: ,,სჯობს ვუსმინოთ... ხეებსაც ათოვდა”





თოვლი ამძიმებს დედამიწას, უხმოდ, ჩუმად... თოვლის დროს ყველაფერი უხმაუროა, ყველაფერი დუმს... მხოლოდ მანქანების მიმოსვლა არღვევს ამ თეთრ წყვდიადს... რა საჭიროა ეს მანქანები, ეს ხომ ბუნების ერთიანობაში იჭრება გრიგალივით, ხელოვნური გრიგალივით... ეს ბუნებაში არ შედის... მაშინ რატომ ვაფუჭებთ ბუნებას?
სჯობს ვუსმინოთ... ხეებს ათოვს, აწვება თოვლი ფრთხილად, ნაზად, ნელა... ხე თითქოს ორად გაიყო, ორფეროვანი სიჩუმეა .... ნეტავ  რაზე ფიქრობს ახლა ხე?... ალბათ, უბრალოდ ტკბება თავისი და თავისი მოძმეების სილამაზით... თუმცა, მათ ამახინჯებს ადამიანის მიერ დაბინძურებული გარემო, გახეული პარკები მათ ტოტებზე... უდიდესი სილამაზე ხელშეუხებელ  ბუნებაშია! გიყურებია ოდესმე მზისათვის, როდესაც სადღაც მიეშურები, მიიჩქარი? რა ლამაზია, არა? თუმცა გაივლი ცოტას და მას დაეფარება დიდი, მახინჯი ნაგებობა. მუქი, შავი, უსიცოცხლო, არაფრის მომტანი... და შენ ვეღარ ხედავ მზეს... საშინელი შეგრძნებაა... შუაში გზაა, მას თოვლი არ დევს... გვერდებზე კი ხეებია, დათოვლილი... მიწა თეთრია, მაგრამ მწვანეც შემორჩენილი აქვს, ჯერ ისე არ დაუთოვია... გზაზე ერთი მანქააა გაჩერებული, სანაგვე  ყუთიც კი ჩანს... ხალხი მიმოდის აქეთ იქით... გზაზე გუბეებია... მანქანამ გაიარა და საცოდავი გაწუწული ძაღლი კიდევ უფრო გაწუწა... ამას ხომ არ იზავდა, თუ ის შინაური იქნებოდა? - არა...  ალბათ უფრო ეშინიათ.  და როცა ძაღლი მარტოა და საცოდავია, სულ არ აინტერესებთ, როგორი გამოჩნდებიან პატრონის თვალში, რადგან იგი არ არსებობს. განა ეს მარტო ძაღლზე ხდება ასე? არა, ადამიანი ადამიანს იგივეს უკეთებს, რასაც ამ ძაღლს, თუმცა ცოტათი სხვა ფორმებით... და მაინც რა ლამაზია ბუნება, რაც არ უნდა დაამახინჯო, თვალი მაინც დაინახავს მის სილამაზეს... მაინც მიწვდება. ყველაფერი, სადაც ბუნებაა, ლამაზია... მშვენიერია... რამხელა სევდა დევს ამ თოვაში... ცა ცივი ცრემლებით ტირის, სცივათ პატარა ფრინველებს... ესეც ხომ ძალიან ლამაზია... ბუმბულები აექოჩრებათ და უფრო ფუმფულები ხდებიან. არ გაქვს სურვილი შეეხო მათ,  მოეფერო? მაგრამ ბუნებას ხომ ხელი არ უნდა შეახო, ეს ხომ კანონია. მაგრამ თუ საჭირო გახდება, მისი გადარჩენის მიზნით შევეხებით და შევეცდებით, უკეთესისკენ შევცვალოთ. ბუნება ხომ ჩვენ, ადამიანებს გვაბარია. რა ლამაზია, რა ლამაზია! მხოლოდ ამ სიტყვებს წარმოვთქვამ.  ან იქნებ დუმილი სჯობია? ხო, უნდა უყურო გაშეშებულმა და ხმა არ უნდა ამოიღო. ამას გაფორმება აღარ სჭირდება. არც მოქმედებით, არც სიტყვებით. თოვს, თოვს, უჩუმრად თოვს, თეთრია არემარე. როგორ მინდა ახლა ხელშეუხებელ ბუნებაში მოხვედრა, თუმცა ადამიანებს არ შეგვწევს ძალა, ბუნებად ვიქცეთ, მისი ნაწილი გავხდეთ. ჩვენ მხოლოდ უნდა დავიცვათ ის ისეთი, როგორიც არის და უნდა გვიყვარდეს იგი. გაახილე თვალები ფართოდ, რა ლამაზია... ცა ტირის და ყველაფერს აწყნარებს, ამშვიდებს... ცაც თეთრია... სითეთრემ მოიცვა ყველაფერი... მშვენიერია... მშვენიერია...



ქეთი კოკოშაშვილის აუდიო სტრიქონი

***
იმ ერთ  წვიმიან ღამეს
ვინატრებ მხოლოდ ერთ რამეს
რომ გადავეშვა წვეთებთან  ერთად
და შევუერთდე წვიმას და ზეცას

ნეტავ  არასდროს მოვიდეს წვიმა
არ  შეერიოს სისხლი და წვიმა
რომ  გადავეშვა წვეთებთან ერთად
და შევუერთდე წვიმას და ზეცას

ვიფრენ ჩიტივით, იწყება ჭექა
შემომეხვია მზრუნველი ელვა
თითქოს ქეიფობს ბუნება, ზეცა
მესმის გუგუნი ქარის და სეტყვა...

თუმცა ვნატრობ, რომ ავფრინდე ზეცას
ბედნიერება ყოველთვის წყდება
ვხუჭავ თვალებს და სიბნელე დგება
მაგრამ ღიმილი სახეს არ წვდება



***
როცა ფოთოლი ფოთოლს შეარხევს
როცა ნიავი მოგეფერება
როცა შენს ბაგეს  ნაზი  ფიფქები
ცივად და ნაზად შემოადნება

მე გამიხსენე, ეს მე ვარ, მე ვარ
ნაზი ნიავი რომ გეფერება
პატარა ფიფქები თრთოლვით რომ მოვლენ
და შენს ცივ ტუჩებს დააკვდებიან...

***
get out of my mind
get out of my head
I need to be
alone with my self
__________________
than you can find me

in empty room
flying with my dreams
high enough to fall
__________________

now look behind you
I'm always there
you'll see the darkness
and that's my name
__________________

I see the candles
on oldest wall
the half-burnt paper
on dirty floor

__________________

on broken table
there is a sign
and it has shape of
my broken heart...
***
why are u so far away
when i stand so close
why do you always look away

when i stare at you


are flying high in clouds?
when i'm here with you...

can you see that i am bound?
by your eyes and looks...