***
დროის აღმასვლას
მივუყვებოდი,
ჩემო ძვირფასო, მე ხომ გელოდი,
ძვირფასო, რატომ დაიგვიანე...
მოწყენით ისხდნენ კვლავ გვირილები
შენი სურვილით ერთ დროს მბზინავი
მახსოვს გულების მე ტკივილები
ხვნეშა მწუხარე და გამყინავი...
თანდათან ახლოს მოდის სიბერე
ჩემი კარი ხომ უკვე ღიაა
ჩემი ლექსებით რაც კი ვიმღერე
ჩემი სხეულის მეტანიაა...
მე სიმარტოვეს არ ვჯერდებოდი
ვტრფობდი სიმწვანეს აივნიანებს
ძვირფასო, მე ხომ გელოდებოდი
ძვირფასო, რატომ დაიგვიანე...
ღია ფანჯარა
როდესაც სულში ჩამოწვა სევდა,
როცა სხეულსაც შიშმა დარია,
გაყინულ ტვინში მალულად ჟღერდა,
მიზანთროპების ავემარია...
ჩამოდიოდა წყარო ცრემლები,
სიცივისაგან ხდებოდა გუნდა,
გული დნებოდა დანაცრელები,
-პოეტთა მეფეს სიკვდილი უნდა...
და იმსხვრეოდა დროის მინები,
ცივი ჰაერი სახეს ყინავდა,
შეშფოთებული სულის ბინები
მის შესახვედრად კარში ბრწყინავდა...
ვერცხლის თვალებით ეგებებოდა,
ანგელოზები თამარიონნი,
იმ დღეს, ფანჯრიდან, კაცი ხტებოდა,
ტაბიძე იყო, გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი !!!
Alas!!!
გოგონა, თქვენი თვალები მომწონს,
ინებეთ ვარდი ნიშნად პატივის,
სიტყვებით გულში მიღვივებთ კოცონს,
გრძნობა სხეულში მარდად გაჰკივის!..
გოგონა, თქვენი ტუჩები მომწონს,
გაპობილ ბაგის თეთრი ბროლება,
ღელვა სხეულში ანაზდად მოთოვს
ნაზი ბგერების გამოქროლება...
გოგონა, ხელზე გაკოცოთ მინდა,
გკითხოთ რა გქვიათ,ვიყო მნახველი,
ნაზად წარმოთქვა და ხმა გაკმინდა.
ო, როგორ მომწონს თქვენი სახელი...
გკითხოთ რა გქვიათ,ვიყო მნახველი,
ნაზად წარმოთქვა და ხმა გაკმინდა.
ო, როგორ მომწონს თქვენი სახელი...
გოგონა, იქნებ ერთად ვიცეკვოთ?
სტვენენ ორკესტრის ტკბილი ჰანგები,
წამომვყვა...გული კვლავ ისევ ცელქობს,
უმისოდ ალბათ დავიტანჯები...
სტვენენ ორკესტრის ტკბილი ჰანგები,
წამომვყვა...გული კვლავ ისევ ცელქობს,
უმისოდ ალბათ დავიტანჯები...
გოგონა გაჩნდა, პატარა, კართან
ჩამოხეული ბეჭზე სამოსით,
ფეხი შემოდგა, გასწია ფარდა,
თვალთ უბნელდება სუფრის ქაოსით...
ჩამოხეული ბეჭზე სამოსით,
ფეხი შემოდგა, გასწია ფარდა,
თვალთ უბნელდება სუფრის ქაოსით...
გოგონა ბავშვის გაგდებას ითხოვს,
ოფიციანტიც უმალ გამორბის,
ბავშვი იღიმის, დასცინის თითქოს
გაბრუნდა...სტოვებს ადგილს მთვრალობის...
ოფიციანტიც უმალ გამორბის,
ბავშვი იღიმის, დასცინის თითქოს
გაბრუნდა...სტოვებს ადგილს მთვრალობის...
გოგონა,ერთ ტოსტს შემოგთავაზებთ,
ჭიქას შეავსებს წითელი ღვინო,
მერე თუ გნებავთ ათასი ბრძანეთ
Riempire di vetro il vino:
ჭიქას შეავსებს წითელი ღვინო,
მერე თუ გნებავთ ათასი ბრძანეთ
Riempire di vetro il vino:
"მაშ გაუმარჯოს სავსე ფიალას
გულს, სიყვარული რომ აქვს ხიდობით,
დღეს ამით მინდა რომ გითხრათ ALAS!
მშვიდობით!... მშვიდობით!... მშვიდობით!..."
გულს, სიყვარული რომ აქვს ხიდობით,
დღეს ამით მინდა რომ გითხრათ ALAS!
მშვიდობით!... მშვიდობით!... მშვიდობით!..."
***
მე გამახსენდება შენი ღრმა თვალები,
შენით დამთვრალები
მე და მოგონება,
ისევ დავუყვებით გემით ცის კამარას,
სულის ანაბარა
დაიხრჩო გონება...
ჩემი საოცრება,
პატარა ოცნება,
შენი სიცოცხლეა ჩემი სასურველი,
ამით სულდგმულობა,
ლოცვის სულ მდგმურობა,
ჩემი სამოსელი და შესაბურველი...
შენ არ დამტოვო და
ჩემი მარტოობა,
მთვარის ცქერითა და შენი ხილვით,
სხეულს მიატოვებს,
ქარს სულს მიათხოვებს,
როცა აივსება შენი ხიბლით...
და როდესაც სამუდამო
მიმიბარებს კარ-მიდამო
და ცხელ გულზე ლაღად დამეყრება მიწა,
აქამდე სულ ჩამქრალები
აინთება ვარსკვლავები
ჩვენს სიყვარულს დაინახავს დედამიწა...
***
დაუთოვია თმებზე კალენდარს,
თუმცა ვერ დაძლევს სიცივე მეფეს,
ვიცნობ სინანულს, ტკივილს და სევდას
ჩემი გრძნობები რომ გადაკვეთეს.
მიყვარდა, ახლაც მიყვარს მაისი,
მაგრამ ამაზე მეტად მარტია,
მომაქვს ცხოვრების ედელვაისი
და წუთისოფლის მომაქვს ქარტია...
ჩემს სულს ლექსები ღამესაც უტევს,თუმცა ხელიდან ხვდება ვეცლები,
რა მნიშვნელობა აქვს ახლა წუთებს,
მთავარია რომ გავიდნენ წლები...
რაც იყო, იყო, უკვე წავიდა,
თითქმის ბოლომდე კი ამათრთოლა,
ასეთი ლექსის წერა არ მინდა
რა რომანტიზმის ქარმა დამქროლა!
ავიღებ სითბოს, რაც კი გულში შემორჩა,
იქ წავალ, სადაც სიცოცხლიდან გადადიანო,
ჩემი სხეული ტკივილთაგან, ვერა, ვერ მორჩა,
მაგრამ მე ისევ შენ მიყვარხარ, ადამიანო!
ზვიო, გალაქტიონზე რითმა გამოგივიდა!!! კარგია...
ОтветитьУдалить