6 мая 2011 г.

გარინჩა ბრაზილიის მთებში ბინადრობს





მანუელ ფრანცისკო დოს სანტოს (Manuel Francisco dos Santos) (.28 ოქტომბერი,1933-20 იანვარი/1983), ცნობილი როგორც გარინჩა--ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატებში გამარჯვებულ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. ,,იგი ამართლებს თავის მეტსახელს, გარინჩას, ჩიტივით დაჰქრის მინდორზე” - წერდა მასზე პელე. გარინჩა ბრაზილიის მთებში მობინადრე საკმაოდ იშვიათი და პატარა ჩიტია, რომელსაც ხალხური გადმოცემით, ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს. ,,გარინჩა ხალხის სიყვარული” - ასე აწერია ფეხბურთელის საფლავის ქვაზე. გარინჩამ არაერთი დაუვიწყარი წუთი უსახსოვრა ფეხბურთის გულშემატკივრებს.





იტლერი ათეული მილიონობით ხალხის გაჟლეტას მოითხოვდა და იმავე დროს ბავშვივით ცრემლსა ღვრიდა, როცა მისი იადონი სულს განუტევებდა.
ჰიმლერი ამ შემთხვევაშიც ბაძავდა თავის ,,სწორუპოვარ ფიურერს.” ამიტომაც გახსნა მიუნჰენის ახლოს მეფრინველეობის ფერმა. იგი თვითონ უვლიდა ჩიტებს და, თუ რომელიმე მათგანი ფეხებს გაჭიმავდა, ,,მიცვალებულსდაასაფლავებდა, ხოლო საფლავს ცოცხალი ყვავილებით შეამკობდა. თუ ჰიტლერი ფრიდრიხ დიდის პოზაში დგებოდა, ჰიმლერი საქსონიის დინასტიიდან გერმანიის პირველ მეფეს - ჰენრიხს მიიჩნევდა თავის ,,სულიერ წინაპრად.” ჰენრიხს ,,ფრინველთმჭერს” (იგივე ,,ჩიტირეკიას”) უწოდებდნენ.  

Комментариев нет:

Отправить комментарий