ძველი ბერძნების რწმენით, იმისთვის, რომ გაეგო, სად იმყოფებოდა სამყაროს ცენტრი, ზევსმა ქვეყნიერების ორი ბოლოდან აუშვა ორი არწივი, რომლებიც ერთმანეთის მიმართულებით, ერთნაირი სისწრაფით მიფრინავდნენ. ისინი ქალაქ დელფოსის თავზე შეხვდნენ ერთმანეთს, რის გამოც ეს ქალაქი მიიჩნეოდა სამყაროს ცენტრად.
ბუ სიბრძნის ქალღმერთ ათენას ატრიბუტი იყო, მის ნიშანთვისებას - სიბრძნეს გამოსახავდა. შემდგომ, ბუ "ბრძენთა ქალაქის" ათენის სიმბოლოდ იქცა.
პლინიუსის თქმით, სამი რამ იყო ესქილეს სიკვდილის მიზეზი: მელოტი თავი, კუ და არწივი. არწივმა დაიჭირა კუ, აიტაცა ჰაერში, რათა ზემოდან გადმოეგდო და ქვაზე დაემსხვრია მისი ბაკანი. ხოლო ის, რაც მან ქვად მიიღო, ესქილეს მელოტი თავი აღმოჩნდა.
(ამონარიდები გოჩა დვალის წიგნიდან ,,ანტიდეპრესანტი”)
(ამონარიდები გოჩა დვალის წიგნიდან ,,ანტიდეპრესანტი”)
Комментариев нет:
Отправить комментарий