ავსტრალიის მთვარობამ ნაკრძალების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის საგანგებო წესები შემოიღო. შინაური კატებისთვის იქ კომენდანტის საათია დაწესებული. კომენდანტის საათის დამრღვევ კატას იჭერენ, ნიკაპქვეშ საგანგებოდ შეყვანილი ელეტრონული ჩიპის საშუალებით პატრონის ვინაობას ადგენენ და აჯარიმებენ. მთავრობა იძულებული გახდა, ამ ზომებისთვის მიემართა, რადგან ტყეში თავისუფლად მონავარდე კატები იშვიათი ჯიშის ფრინველებს ანადგურებდნენ.
ქათმების დანიურ ფერმებში მამლებს პლასტიკურ სათვალეებს უკეთებენ, რათა მათ ცუდად დაინახონ სხვა მამლები და ნაკლები იჩხუბონ.
რიო-გრანდეს პლატოზე არის უნიკალური ჩიტი, რომელსაც ერთი ფეხი უფრო მოკლე აქვს და მას გარინჩა ჰქვია.
ბირმაში ჩასული ტურისტები ადგილობრივი მეფრინველეებისგან ყიდულობენ უფლებას, გამოუშვან მათი გალიიდან ბეღურა. ტურისტებმა არ იციან, რომ ბეღურები გაწვრთნილი არიან და ისინი სულ მალე ისევ გალიაში დაბრუნდებიან.
კოლუმბიის ქალაქ მუზოში ვერც ერთ ქათამს ვერც დაკლავენ და ვერც გამოშიგნავენ, სახელმწიფო მოხელეს გარეშე, იმის გამო, რომ შესაძლოა ქათმებმა ქუჩაში შემთხვევით დაყრილი ზურმუხტი გადაყლაპონ.
ამონარიდები გოჩა დვალის წიგნიდან ,,ანტიდეპრესანტი”
Комментариев нет:
Отправить комментарий