5 мая 2011 г.

ბეთჰოვენის მწყერები, დისნეის ბუ და ,,ჯერნისის” პიაფი


ცნობილია, რომ ბეთჰოვენის ,,პასტორალური სიმფონიისმეორე ნაწყვეტის ბოლოს ორკესტრში გაისმის მწყერის, გუგულისა და ბულბულის გალობა და მთელი სიმფონია ბუნების გალობასა და ჩურჩულს შეიცავს. ესთეტიკოსებმა ბევრი იმსჯელს იმაზე, მოსაწონი იყო თუ არა მიმბაძველობითი მუსიკის ეს ცდები. ისინი იმაში ცდებოდნენ, რომ ავიწყდებოდათ ბეთჰოვენის სიყრუე და ტყუილა  აბრალებდნენ მას მიმბაძველობას.








მან ბავშვობაში სასტიკად აწამა ბუ, ეს საქციელი მას ძალიან სტანჯავდა, ამიტომ მთელი ცხოვრება ცხოველებს და მათ გაცოცხლებას მიუძღვნა. ეს ადამიანი იყო დისნეი!






ფრანგი დიდი მომღერლის ედიტ პიაფის სახელიც ბეღურას (piaf - ფრ.:ბეღურა) უკავშირდება. ედიტ პიაფს ეს სახელი კაბარე ,,ჯერნისის " მფლობელმა ლეპლემ  დაარქვა. ,,შენ ნამდვილი პარიზის ბეღურა ხარ. ყველაზე მეტად ,,მუანო" მოგიხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხვამ დაგასწრო.” - ამბობდა ლეპლე ედიტზე. მუანოს მეტსახელს სხვა მომრერალი ატარებდა. (moineau ფრ. - პატარა ბეღურა). 




  

Комментариев нет:

Отправить комментарий